თბილისის მერია

მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდი 4 თვით გადაიკეტება

თბილისის მერიის ინფორმაციით, 3 მარტიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდი (ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან) გადაიკეტება.

"საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია პროექტის მიხედვით მოიცავს საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის განახლებას, მოაჯირების შეღებვასა და განათების სისტემის რეაბილიტაციას", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "გრუპო პონტე" აწარმოებს. პროექტი 4 თვე გასტანს და მისი ღირებულება 515 515 ლარია.

კომენტარები