სელინ დიონი

სელინ დიონმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო დაგეგმილი კონცერტები გააუქმა

Cnn.com

სელინ დიონმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო, ლას ვეგასში, დაგეგმილი კონცერტები გააუქმა.

მომღერალმა მარტსა და აპრილში დაგეგმილი კონცერტები ყურის პრობლემების, კონკრეტულად კი სასმენი მილის დაზიანების გამო გადადო. ამის შესახებ დიონმა საკუთარ facebook-ზე გაავრცელა განცხადება.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ეს პრობლემა სელინ დიონს დიდი ხანია უკვე აწუხებს, თუმცა ადრე მას ამის მოსაგვარებლად მედიკამენტებით მკურნალობა შველოდა, ახლა კი ქირურგიული ჩარევა გარდაუვალია.

"ამ ბოლო დროს არც ისე კარგი იღბალი მაქვს. მე მოითმენლად ველოდები, როდის შევძლებ კიდევ შოუების და კონცერტების ჩატარებას. ეს უბრალოდ დაუჯერებელია! ვინც ლას ვეგასში ჩემი კონცერტისთვის ჩამოვიდა, ყველას ბოდიშს ვუხდი. ვიცი, როგორი იმედგაცრუებულებიც ხართ, ბოდიში." - წერს სელინ დიონი.

კომენტარები