ხანძარი რუსეთში

ხანძარი რუსეთში - დაღუპულია მინიმუმ 64 ადამიანი, მათი უმეტესობა ბავშვია

AFP

რუსეთში, ქალაქ კემეროვოშისავაჭრო-გასართობ ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 64 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების ცნობით, მათი უმეტესობა, სავარაუდოდ, ბავშვია. დაკარგულად ითვლება 27 ადამიანი.

ცეცხლი ცენტრში კვირას, დაახლოებით 17:00 საათზე, ზედა სართულებზე გაჩნდა. მსხვერპლთა დიდი ნაწილი ამ დროს კინოდარბაზში იმყოფებოდა.

ტვიტერზე გავრცელდა ვიდეოები, რომელშიც ჩანს, რომ ადამიანები შენობის ფანჯრებიდან ხტებინ

600-ზე მეტი მეხანძრე ცეცხლის ჩაქრობას 18 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა.

მომხდარზე გამოძიება დაწყებულია, სამართალდამცველებმა ცენტრის მენეჯმენტის წარმომადგენლები დაკითხეს.

ქალაქი კემეროვო, რომელიც რუსეთში ქვანახშირის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, მოსკიდან 3 600 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს. 

 

კომენტარები