ხანძარი რუსეთში

მოსკოვში მდებარე სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

Ruptly

რუსული მედიის ინფორმაციით მოსკოვში, სავაჭრო ცენტრის საწყობში გაჩენილ ხანძარს ცენტრის თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა ექვსი მეხანძრე.

შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

გავრცელდა ვიდეო, რომელზეც შენობიდან ამოსული კვამლი ჩანს.

შეგახსენებთ, რომ 25 მარტს კემეროვოში სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის გამო, რომელსაც 64 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რუსეთში სავაჭრო ცენტრებში სახანძრო სისტემების შემოწმება დაიწყეს. 

კომენტარები