ხანძარი რუსეთში

რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის სოფელ პერვომაისკიში დენთის საწყობებს ხანძარი გაუჩნდა

რუსული სამთავრობო მედია, TACC-ის ცნობით, რუსეთში, სვერდლოვსკის ოლქის სოფელ პერვომაისკიში დენთის საწყობები იწვის

არსებული ინფორმაციით, ხანძრის პირვანდელი ეპიცენტრი ტყე იყო, საიდანაც ცეცხლი საწყობშიც გავრცელდა. 

სოფელში, სადაც დაახლოებით 400 მოსახლე ცხოვრობს, სრული ევაკუაციისთვის ემზადებიან.

როგორც TACC-ი იუწყება, რისკის ქვეშ არის 18 მახლობლად მდებარე საწყობიც, სადაც ასევე დენთს ინახავენ.

კომენტარები