ვატო შაქარიშვილი

ოცნების დეპუტატი, რომელმაც ოპოზიციას ბოზები უწოდა, "ლე ხაინდრაოს" ანალიტიკოსი იყო

ლიბერალი

საკრებულოში ქართული ოცნების წევრმა ვატო შაქარიშვილმა გენგეგმის განხილვაზე ოპოზიციის წევრებს შეურაცხყოფა მიაყენა. "ბოზი ქალებივით ყვირიხართ!" - ასე უწოდა შაქარიშვილმა ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძეს, ზაალ უდუმაშვილსა და სხვა ოპოზიციონერებს.

ქართული ოცნების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, შაქარიშვილი 2015-2016 წლებში იყო გოგა ხაინდრავას სტუდია ლე ხაინდრაო პროდაქშენის ანალიტიკოსი და ის ივანიშვილის დაკვეთით გადაღებული სერიალის ჰეროკრატიის მომზადებაში იღებდა მონაწილეობას. 

შაარიშვილი 2016 წელს ქართულ ოცნებაში ცენტრალური საარჩევნო შტაბის სტრატეგიული კომუნიკაციების და დაგეგმარების ჯგუფის წევრად მუშაობდა. 2017 წელს კი ტელეკომპანია იმედში საინფორმაციო-პოლიტიკური დეპარტამენტის ანალიტიკოსად მუშაობდა.

ბოზი ქალებივით ყვირიხართ! - ლიბერალის ვიდეო

 

კომენტარები