GIPA

GIPA: სიამაშვილის განცხადებები რადიკალურად ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებს

GIPA

"GIPA კატეგორიულად ემიჯნება ზაზა სიამაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს. მსგავსი ტიპის განცხადებები რადიკალურად ეწინააღმდეგება GIPA-ს ღირებულებებს და ცდება უნივერსიტეტში არსებულ ეთიკის ნორმებს," - ზაზა სიამაშვილის ქალებისადმი შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით GIPA განცხადებას ავრცელებს. 

"ქალთა უფლებების დაცვა წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს და სხვადასხვა პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან თანამშრომლობით, ახორციელებს არაერთ მასშტაბურ პროექტს აღნიშნული მიმართულებით." - ვკითხულობთ განცხადებაში.

GIPA-ს ცნობით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საგანგებო რეჟიმში განიხილავს უნივერსიტეტის ეთიკის ნორმების დარღვევის საკითხს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

"რატომ ლაპარაკობენ სექსუალურ შევიწროვებაზე უმახინჯესი "ვითომ" ქალები?! შურის გამოხატვის ახალი ფორმაა თუ უპერსპექტივო ცხოვრების?! რა გეშველებათ?! შევიწროვება კი არა, გაგყრიდით ამ ქვეყნიდან! მერამდენე დღეა ვუყურებ და ერთი "შესავიწროვებელი" ვერ დავლანდე.... ზოოპარკის ძუძუმწოვარიც კი არ გაეკარება თქვენს მკერდს.... არც ეგ გაქვთ! უკაცრავად, ჩემს სტუდენტებთან, უხამსობას ვერ ავცდი!", - წერს ფეისბუქზე სიამაშვილი, რომელიც უნივერსიტეტში მიწვეული ლექტორია.

კომენტარები