GIPA

სიამაშვილი: ლიბერასტული ფრთა ზეიმობს. აქვე სოლიდარობას ვუცხადებ უგრეხელიძეს.

რადგან სრულიად გაუგებარი და აუხსნელი მითქმა-მოთქმა, ინტერპრეტაცია და აურზაური მოჰყვა ჩემს გუშინდელ პოსტს ე.წ. შევიწროვების შესახებ, განვმარტავ და დავძენ: სრულიად გასაგები იყო, რისთვისაც დაიწერა ეს პოსტი. ქალების მოძულედ რომ შემრაცხეთ, მაგას როგორმე ავიტან, მაგრამ თავს ესხმით იმ უმაღლეს სასწავლებელს, სადაც მე მიწვეული ვარ და ჩემნაირი მიწვეული იქ მრავალია. თავს ესხმით თავისუფალ აზრს, ზოგიერთი ისეთი, რომელიც მესამე დღეა, კემეროვოში დაღუპული ბავშვების ტრაგედიით ხალისობს! ვნახე ზოგიერთი მათგანის პროფილი და გამეცინა, რადგან არაადამიანებისთვის მე და ჩემნაირები მიუღებლები ვართ. შეშინებული ლექტორი, მისი შეშინებული სახე და ამ შიშით ჩატარებული ლექცია უფრო მისაღებია ხომ თქვენთვის?! ძირითადად რომ ლიბერასტული ფრთა ზეიმობს და ხალისობს, ესეც იოლი წასაკითხი და გასაშიფრია! თუკი ვინმეს მიმართ მაქვს წუხილი, ჩემი თანამშრომლები და სტუდენტები არიან, რომელთაც თავს ესხმიან. მადლობა ჩემს სტუდენტებს, რომლებიც ჩემთან არიან და მხარს მიჭერენ! ჰო, მართლა, აქვე თანადგომას და სოლიდარობას ვუცხადებ პაპუნა უგრეხელიძეს, რომელიც ასეთივე ბინძური ჭორების გამო, იძულებული გახადეს განცხადება დაეწერა წასვლაზე. მე ამას არ ვიზამ, სანამ არ მაიძულებენ.

სიამაშვილი facebook-ზე სტატუსით ეხმიანება კრიტიკას, რაც მისი მხრიდან ქალების შეურაცხყოფას მოჰყვა

კომენტარები