ქართული ოცნების ნარკოპოლიტიკა

ზარდიაშვილი: ბოდიში მოიხადონ, ვინც ამბობდა, რომ ქორიძეს და ბახალას ნარკოტიკი ჩაუდეს

ბოდიში აქვს ყველა იმ ადამიანს მოსახდელი, ვინც ამტკიცებდა, რომ [ირაკლი] ქორიძეს და "ბახალას" [გიორგი გიორგანაშვილი] ნარკოტიკი ჩაუდეს. დაუმსახურებლად სასამართლოს ქვები და პოლიციას ტალახი ესროლეს. რეიტინგულ ტელეგადაცემებში სახელმწიფო უწყებებს ცილს სწამებდნენ. შსს გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო კარგად ორგანიზებული ნარკოდანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებსაც განსაკუთრებით დიდი ოდენობა დაახლოებით 10 000 ადამიანის მოსაწამლი ნარკოტიკი შემოჰქონდათ საქართველოში. სამწუხაროა, ასევე ასეთი ადამიანის შეწყალება მოხდა პრეზიდენტი მარგველაშვილის მხრიდან და საზოგადოება ელოდება პასუხს ამ საკითხზე, ეს იყო ერთეული შეცდომა თუ მსგავს შეცდომებს კიდევ უნდა ველოდეთ შეწყალების საკითხებში.

"თეთრი ხმაური" და პლატფორმა, რომლებიც ნარკოპოლიტიკის პროცესში აქტიურად ცდილობს ჩართვას, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონდა საკითხები ობიექტურად შეაფასონ.

ქართულ საზოგადოებაში, სახელმწიფოში ნარკოტიკების გამსაღებლები ყოველთვის იქნებიან ე.წ ბარიგებად მოხსენიებული და მათ მიმართ უმკაცრესი სასჯელები იქნება მზად

ქართული ოცნების დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი ირაკლი ქორიძეზე და გიორგი გიორგანაშვილზე, რომლებსაც ბრალი ორგანიზებული დანაშაულის მუხლით წარუდგინეს

კომენტარები