მანდატურის სამსახური

მთავრობამ მანდატურის სამსახურის შესახებ ცვლილებათა პროექტი დაამტკიცა

განათლებისადა მეცნიერების სამინისტრო

მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაუმჯობესებისა და მანდატურის ინსტიტუტის ფუნქციონირების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს და პარლამენტს განსახილველად უახლოეს მომავალშ გადაეგზავნება. ცვლილებატა პაკეტი რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. 

"პროექტის თანახმად, დამტკიცდება განათლების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მანდატურის სამსახურს შორის კოორდინაციისა და ინფორმაციის მიმოცვლის წესი, რომელიც მოსწავლეთა რისკ-ჯგუფების უკეთ იდენტიფიცირებას უზრუნველყოფს. სავალდებულო ხდება სკოლაში გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეოკამერების დამონტაჟება. ასევე, იცვლება მოთხოვნები მანდატურის კანდიდატის მიმართ, კერძოდ, კანდიდატს სრულ ზოგად განათლებასთან ერთად, უნდა ჰქონდეს პროფესიული ან უმაღლესი განათლება და უნდა იყოს, სულ მცირე, 21 წლის ასაკის. მანდატურის მოსამზადებელი კურსების პროგრამაში სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად, გათვალისწინებულია ფიზიკური და პრაქტიკული მომზადება. ამასთან, განათლების მინისტრი დაამტკიცებს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესსა და პირობებს. „პირადი გასინჯვა“ იცვლება „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერებით“, რაც გულისხმობს მოსწავლის მეტალოდეტექტორით დათვალიერებას აკრძალული ნივთის აღმოსაჩენად. მნიშვნელოვანია, რომ პროცედურა აუცილებლად სკოლის წარმომადგენლის თანდასწრებით უნდა განხორციელდეს." - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანდატურს ასევე ქენაბ ვალდებულება, შეადგინოს წერილობითი ოქმი მოსწავლის მიმართ გამოყენებული ღონისძიებების შესახებ. ცვლილებების პროექტი განათლებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა ერთობლივად შეიმუშავეს.

კომენტარები