კარლეს პუჩდემონი

კარლეს პუჩდემონი გერმანიის სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

Getty

კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუჩდემონი გერმანიის სასამართლომ გირაოს, 75,000 ევროს, სანაცვლოდ გაათავისუფლა. თუმცა ექსტრადიციის პროცესი კვლავ გაგრძელდება.

კარლეს პუჩდემონი გერმანიის პოლიციამ 25 მარტს დააკავა. პუჩდემონი გერმანიაში დანიიდან შევიდა. ის საზღვრის გადაკვეთიდან მალევე დააკავეს.

კატალონიის ყოფილი ლიდერის წარმომადგენლის თქმით, ის ბელგიაში მიდიოდა. გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლოებული, ესპანეთის დატოვების შემდეგ, პუჩდემონი ბრიუსელში ცხოვრობდა.

ესპანეთის ხელისუფლებამ პუჩდემონის დაკავების საერთაშორისო ორდერი 23 მარტს გამოსცა.

კარლეს პუჩდემონს ბრალი მათ შორის კატალონიის არაკანონიერი რეფერენდუმის ჩატარებისა და ამბოხისკენ მოწოდებისთვის ედება. მას ესპანეთში 25 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები