ვითარება საავტომობილო გზებზე

ლენტეხი-ბავარის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ლენტეხი-ბავარის საავტომობილო გზის კმ14-კმ19 მონაკვეთზე, ადიდებული მდინარე გადავიდა გზის სავალ ნაწილზე. ამის გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

გზის კმ20-კმ24 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამავე გზის კმ1-კმ13 მონაკვეთზე ავტოტრანსპოპრტის მოძრაობა თავისუფალია.

კომენტარები