თბილისის მერია

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით მერია ყოველთვიურ ფესტივალს იწყებს

თბილისის მერია
თბილისის მერია

ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით თბილისის მერია ყოველთვიურ ფესტივალს იწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს, დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ფესტივალი სახელწოდებით, „თბი-ლისი“, სხვადასხვა სპორტულ აქტივობას მოიცავს და მასობრივი სპორტის განვითარებას ემსახურება. ფესტივალი 28 აპრილს დაიწყება და მომდევნო 6 თვის განმავლობაში ყოველი თვის ბოლო შაბათ დღეს, ლისის ტბაზე გაიმართება.

„თბილისის მერიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. არ არის აუცილებელი, ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესი ყველა ადამიანს ყოველდღიურ ცხოვრებაში დაეხმარება. ჩვენ უნდა გამოვაცოცხლოთ ჩვენი ქალაქი. შაბათ-კვირას ყველა მსურველს უნდა შეეძლოს თავიანთი შვილები, შვილიშვილები მიიყვანონ კონკრეტულ ადგილას. როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში შეიძლება კონცერტებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები