პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურად დაბრუნება

ფოფხაძე, ჭკუასელი, სესიაშვილი, ბესელია, კილაძე - ვინ აღარაა "ოცნების" პოლიტსაბჭოში

Supporters of the opposition Georgian Dream Coalition shout slogans at an election rally in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა ცნობილია. წევრთა რაოდენობა შემცირდა და ამჯერად პოლიტსაბჭოში არა 21, არამედ 15 ადამიანი იქნება.

ძველ წევრებიდან უმრავლესობა, 14 ადამიანი ახალ შემადგენლობაში ვეღარ მოხვდა. მათ შორის არიან:

  1. ეკა ბესელია,
  2. ირაკლი სესიაშვილი,
  3. თემურ ჭკუასელი,
  4. გედევან ფოფხაძე
  5. ნოდარ ხადური,
  6. ზვიად კვაჭანტირაძე,
  7. დავით კოღუაშვილი,
  8. ირინე ფრუიძე,
  9. რომან კაკულია,
  10. სოფიო კილაძე,
  11. აკაკი ზოიძე,
  12. ზვიად გონაძე
  13. მანანა კობახიძე,
  14. დავით ბაქრაძე.

 

ძველი წევრებიდან პოლიტსაბჭოში დარჩა 7 ადამიანი. მათ შორის: 

  1. გიორგი კვირიკაშვილი,
  2. კახა კალაძე,
  3. ირაკლი კობახიძე,
  4. გიორგი ვოლსკი,
  5. დავით საგანელიძე,
  6. ირაკლი ტრიპოლსკი,
  7. მამუკა მდინარაძე.

 

პოლიტსაბჭოში აირჩიეს 8 ახალი წევრი. მათ შორის:

  1. "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი;
  2. ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი;
  3. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ილია ნაკაშიძე;
  4. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე;
  5. პარლამენტის წევრი, დიმიტრი სამხარაძე;
  6. პარლამენტის წევრი, ბიძინა გეგიძე;
  7. მთავრობის წევრი, მაია ცქიტიშვილი;
  8. მთავრობის წევრი, სოზარ სუბარი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი, რომელიც თანამდებობიდან 2013 წელს გადადგა და განაცხადა, რომ სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა, პოლიტიკაში ოფიციალურად ბრუნდება. მიმდინარე წლის 26 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეობას აპირებს.

სხვადასხვა დროს, ბიძინა ივანიშვილი გამორიცხავდა პოლიტიკაში დაბრუნებას და აცხადებდა, მისი დაბრუნება "მეორედ მოსვლა" იქნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის გადადგომის შემდეგ, არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში არაფორმალური მმართველობის შესახებ საუბრობდა.

კომენტარები