თბილისის მერია

კალაძე: მივესალმებით ვარდების რევოლუციის მოედნისთვის სახელის გადარქმევას

მინდა შევეხო ერთ საინტერესო წამოწყებას. საკრებულომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩას და მოედანს სახელი გადაერქმევა. მთლიანობაში 18 ლოკაცია დაასახელეს, ერთერთი გახლავთ ვარდების რევოლუციის მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება.

ჩვენ ამ წამოწყებას მივესალმებით, განსახილველად, როგორც ვიცი, საჭიროა 20-დღიანი ვადა. თქვენ იცით, რომ წელს ჩვენ აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება მხარს დაუჭერს ამ ინიციატივას.

თბილისის მერი კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები