ABBA

35-წლიანი შესვენების შემდეგ ABBA-მ ახალი სიმღერა ჩაწერა

რამდენიმე დღის წინ, ABBA-ს წევრებმა თქვეს, რომ მათ 35-წლიანი შესვენების შემდეგ ახალი სიმღერა ჩაწერეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფმა ორი ახალი სიმღერა ჩაწერა, მათგან ერთ-ერთს "I Still Have Faith in You" ქვია და მისი პრემიერა დეკემბერში, NBC-ისა და BBC-ზე შედგება.

ჯგუფმა საკუთარ ინსტაგრამზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ისინი ამბობენ რომ ახალი სიმღერის ჩაწერა სახალისო იყო.

"ჩვენ ოთხივე წევრმა ვიფიქრეთ, რომ სახალისო იქნებოდა კვლავ გაგვეირთიანებინა ჩვენი ძალები და წავსულიყავით ჩასაწერ სტუდიაში. ამიტომ ეს გავაკეთეთ." - წერენ ინსტაგრამზე.

კომენტარები