ზვიად კუპრავა

სასამართლომ ზვიად კუპრავას 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის დამფუძნებელს ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ზვიად კუპრავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევისთვის დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისათვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ გადამოწმების მიზნით გააჩერა ავტომობილი.

"მძღოლი ალკოტესტით გადამოწმების შემდეგ ნასვამი აღმოჩნდა, რომელიც კანონის შესაბამისად უნდა დაჯარიმებულიყო. გვერდზე მჯდომმა მისმა მგზავრმა ზ.კ -მ დაიწყო საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, მათ შორის უცენზურო სიტყვების გამოყენება, როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების, ასევე გარშემომყოფების მიმართ. მას არაერთხელ მოუწოდეს დამშვიდებულიყო, თუმცა არ დაემორჩილა პოლიციელებს და მოხდა მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება“, - აცხადებენ შსს-ში. 

კომენტარები