რეადმისია

რეადმისიის ფარგლებში, დუსელდორფი-თბილისის რეისით საქართველოს 68 მოქალაქე დააბრუნეს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი

გერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა. შსს-ს ცნობით, ავიარეისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გერმანიის ფედერალური პოლიციისა და ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო „ფრონტექსის“ ერთობლივი კოორდინაციით დაიგეგმა.

საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან. ისინი ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის რეჟიმს აღარ აკმაყოფილებდნენ. შსს-ს ცნობით, დუსელდორფი-თბილისის ჩარტერული რეისით, რეადმისირებულთა გარდა, ქვეყანაში საკუთარი სურვილით საქართველოს 5 მოქალაქე დაბრუნდა. 

კომენტარები