ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება

ივანიშვილი: ხელისუფლების შიდა დაპირისპირება ჩემი დაბრუნების ერთერთი მიზეზია

ქვეყნის წინაშე არსებული მრავალი გამოწვევის ფონზე, ხელისუფლების შიგნით დაიწყო გარკვეული დაპირიპირება, რაც გაცდა პოლიტიკური გუნდისთვის მისაღებ დემოკრატიულობისა და აზრთა სხვადასხვაობის საზღვრებს და სწორედ ეს არის მესამე მიზეზი, რის გამოც მე პოლიტიკაში ვბრუნდები.

მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება, ფუჭ კინკლაობაში თუნდაც უმნიშვნელო დრო, ენერგია და რესურსი დავხარჯოთ. დაუშვებელია, პირადი უთანხმოებისა და წყენის გამო საერთო პარტიული და მითუმეტეს ეროვნული ამოცანების შესრულებისთვის თუნდაც მცირე დაბრკოლების შექმნა.

მე ვიგრძენი, რომ ჩემ მიერ შექმნილი პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო, რომლის იდეოლოგიური მდგრადობა მის სახალხოობაშია, ამ პროცესების გაღრმავების შემთხვევაში დაშორდებოდა ხალხს, ამიტომ გადავწყვიტე დაბრუნება. დიახ, მეორედ შემოსვლა საჯარო პოლიტიკაში.

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების სამ მიზეზზე ისაუბრა. ესენია, "ობიექტურად არსებული არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ამ ისედაც რთული ვითარების კიდევ უფრო მძაფრ, ხელოვნურად დამძიმებულ ფერებში წარმოჩენის განუწყვეტელი მცდელობები; ოპონენტების უმრავლესობისგან მომდინარე უკიდურესად დესტრუქციული მუხტი და ხელისუფლების შიგნით არსებული მართალია სუსტი, მაგრამ მაინც სრულიად არასაჭირო, უსაფუძვლო და ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი გაუგებრობები".

კომენტარები