ნიჩბოსნობა

ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

flickr.com

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში კანოისტთა ევროპის ჩემპიონატის 200 მეტრზე სპრინტის ფინალში ქართველმა კანოისტმა ზაზა ნადირაძემ გაიმარჯვა. 

ნადირაძემ 200 მეტრიანი სპრინტი 39.200 წამში დასძლია. მეორე ადგილი რუსმა ნიჩბოსანმა ივან შტილმა დაიკავა (39.224 წამი). ბრინჯაოს მედალი ბელორუსელმა არცემ კოზირმა (39.468 წამი) მოიპოვა.

ნადირაძემ შარშან ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

კომენტარები