ნიჩბოსნობა

ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

უნგრეთის ქალაქ სეგედში მიმდინარე ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ ფინალურ გაცურვაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნადირაძემ 200 მეტრიანი დისტანცია 40.24 წამში დაფარა.

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძეს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც აქვს. 

ქართველმა სპორტსმენმა მიმდინარე წლის მაისში პოლონეთში გამართული მსოფლიო თასის პირველი ეტაპის ფინალში, 200 მეტრიან დისტანციაზე საუკეთესო მაჩვენებელი (39.191 წამი) დააფიქსირა.

კომენტარები