ნუ მომკლავ

აქციაზე "ნუ მომკლავ" ორი პირი დააკავეს

ტაბულა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველი შენობის წინ მიმდინარე აქციაზე "ნუ მომკლავ" საპატრულო პოლიციამ ორი პირი დააკავა. დაკავებულთაგან ერთი აქციის მონაწილე იყო, ხოლო მეორე კი უცნობი პირი, რომელმაც აქციის მონაწილეებს სიტყვიერი შეურაცხჰყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მას აქციის მონაწილე დაუპირისპირდა.

ვითარების განმუხტვა პოლიციამ სცადა, თუმცა უცნობი პირი მათ მითითებებს არ დაემორჩილა, ის წვრილმანი ხულიგნობის მუხლით პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო აქციის მონაწილე მამაკაცი კი პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მუხლით დააკავეს. 

აქცია "ნუ მომკლავ" გრძელდება. მასზე სიტყვით გამოვიდა მოკლული არასრულწლოვნის მამა ზაზა სარალიძე, რომელმაც განაცხადა, რომ ის არ ენდობა მთავრობას და მათ მიერ შერჩეულ პროკურორს, ამიტომაც ახალი მთავარი პროკურორი ხალხმა უნდა შეარჩიოს. აქციაზე თეა წულუკიანის, გიორგი კვირიკაშვილისა და გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

კომენტარები