ნატოს სამიტი

ბახტაძე: ჩვენ გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები ბრიუსელის სამიტიდან

ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოსა და ნატოს ურთიერთობაში, როდესაც საქართველო ამ ფორმატებს ესწრება. ამავე დროს, ამ ფორმატს დაესწრება ნატოს ყველა წევრი ქვეყანა ლიდერების დონეზე. ეს არის პირველი შემთხვევა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღნიშვნა იმ ფაქტისა, რომ საქართველოსა და ნატოს ურთიერთობა გადავიდა ახალ ეტაპზე. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ასევე პირველად, საქართველოს თემატიკა ცალკე ფორმატში განიხილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა, ჩვენს ყველა მეგობარ ქვეყანას გადავუხადო მადლობა, რომ აღნიშნული ფორმატი შედგა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ პოზიტიური მოლოდინები ბრიუსელის სამიტიდან

მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობაში პირველად, ბრიუსელის სამიტის ფარგლებში, არაწევრი ქვეყნების ფორმატში საქართველო ორ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარები