ჭუბერში სტიქიის შედეგებთან საბრძოლველად საგანგებო შტაბი თავდაცვის სამინისტროს დამატებითი საინჟინრო ტექნიკის მიწოდების თხოვნით მიმართავს.
შტაბის ინფორმაციით, ჭუბერში სტიქიამ 6 ხიდი დააზიანა, და ამის გამო მდინარის ნაპირზე მყოფ მოსახლეობასთან საავტომობილო მიმოსვლა გართულებულია და პრობლემურ კერებამდე ტექნიკა ვერ მიდის. შტაბმა სამინისტროს, შესაბამისი თხოვნით, გუშინ ჩატარებული საგანგებო შტაბის სხდომის შემდეგ მიმართა.
5 ივლისს სვანეთში, ჭუბერში, ნენსკრაჰესთან მთის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მდინარის ადიდება გამოიწვია. ადიდებულმა მდინარემ წაიღო რამდენიმე ხიდი და დატბორა მიმდებარე ტერიტორია. ადიდებულმა მდინარემ ორი სახლიც წაიღო. ჭუბერის ხეობა გარესამყაროს მოწყდა.