გიორგი მარგველაშვილი

პრეზიდენტი წულუკიანზე: ვიზიარებ არასამთავროებებისა და საზოგადოების შეშფოთებას

რაც შეეხება ქალბატონ წულუკიანს, მე მარტივად ვდგავარ იგივე პოზიციაზე, რომ ვიზიარებ არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების დიდი ნაწილის შეშფოთებას. მე ფაქტად ვხედავ იმას რომ საქართველოში სასამართლო ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის ერთ-ერთი არააქტიურად ჩართული ნაწილია და ბუნებრივია, აქ წვლილი იუსტიციის მინისტრისაც გასააზრებელია. მე მიმაჩნია, რომ იმ სერიოზული უკმაყოფილებების ტალღა, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ იყო რუსთაველზე, ის ტრაგიკული ისტორიები, რომლებსაც ჩვენ ვისმენდით რუსთაველზე, არ იყო მარტო სარალიძის საქმე. ეს იყო ათობით შემაძრწუნებელი საქმე. დაზარალებსუ სღამეების თენება არ უნდა სჭირდებოდეს ან პროკურატურასთან ან შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რომ მიაღწიოს სამართალს. აქედან გამომდინარე, მე ვიზიარებ იმ პოზიციას რომელიც აქვს საზოგადოების იმ სულისკვეთებას, რომ ამ მიმართულებით ბევრად უფრო რადიკალური ნაბიჯები იყო გადასადგამი

გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ თეა წულუკიანის მიმართ კითხვები ლეგიტიმურია.

კომენტარები