გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი: რუსეთის აგრესიაზე არ იყო ადეკვატური რეაქცია 2008 წელს და მივიღეთ უკრაინა

ჩვენ უნდა ვიყოთ პრინციპულები და რეაგირება მოვახდინოთ რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე. ეს ეხება არა მარტო ქართველებს, უკრაინელებსა და მოლდოველებს, არამედ იმ ქვეყნებს, რომელთა ტერიტორიაზეც, ალბათ, დღეს არ არსებობს კონფლიქტები. აი, არ იყო ადეკვატური რეაქცია 2008 წელს და მივიღეთ უკრაინა. თუ პრინციპულობას არ შევინარჩუნებთ, მაშინ სხვა ცხელ წერტილებს მივიღებთ.

თუ არ რეაგირებ აგრესიაზე, შენ ახალისებ ამ აგრესიას და უშვებ იმ ფაქტს, რომ ის გაგრძელდეს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამაზე დღეს უნდა შევთანხმდეთ, რათა ხვალ საერთო პრობლემა არ გახდეს. 

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი BBC-ის რუსულენოვან ბიუროსთან ინტერვიუში.

კომენტარები