ისინი [დიმიტრი ქუმსიშვილი და ზურაბ ალავიძე] დაკითხეს 20 დღის წინ და ამ ხნის განმავლობაში ინფორმაცია გარეთ არ გამოსულა. ამას მალავდა პროკურატურა, ვერც ჟურნალისტებმა შეიტყვეს და მოულოდნელად ოფიციალური განცხადება კეთდება პროკურატურის მხრიდან. ანუ არის პირდაპირი დავალება, ან პარტიიდან, ან ივანიშვილიდან, რომ ეს საკითხი ყოფილიყო გამჟღავნებული და მათზე განხორციელებულიყო საზოგადოებრივი თუ სხვა სახის წნეხი. მთავრი პრინციპი აქ არის ის, რომ არავის ეპატიება ოდნავადაც კი ურჩობა. კვირიკაშვილის მიერ კარების მოჯახუნება ეს იყო ცუდი სიგნალი სხვებისთვისაც, თურმე მეფე შიშველია და თურმე მეფისთვისაც შესაძლებელია პატარა ალიყურის შემორტყმა, ამიტომ ეს პროცესი რომ არ გაღრმავდეს, მათ ზომები მიიღეს, ეს არის საჩვენებელი პროცესი, არავის დააკავებენ, არასდროს ამ ხელისუფლებაში კორუფცია არ იქნება გამოძიებული, ეს უბრალოდ თითის დაქნევაა არა მარტო მათთვის, არამედ სხვებისთვისაც, რომ მეორეჯერ არ გაბედონ დამოუკიდებლობის გამოვლენა
tbl.ge/316k
დაკოპირდა
თქვა ენმ-ის წევრმა რომან გოცირიძემ ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ალავიძის მთავარ პორკურატურაში გამოკითხვასთან დაკავშირებით. ყოფილი მინისტრები დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საკითხზე გამოკითხეს.
ამავე თემაზე
- გოცირიძე NDI-ზე: ხალხი ითხოვს ცვლილებას და ამ ცვლილებას მოითხოვს ხელისუფლების შეცვლით
- გოცირიძე ბახტაძეზე: როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არ გეკითხებათ გადაყენებას
- გოცირიძე: მას მერე რაც კობერიძემ უმრავლესობა დატოვა, მის ეზოში პირველად აყვავდა ნუშის ხე
- გოცირიძე: პრეზიდენტს არავინ შეუშვებს მთავრობის სხდომაზე, ცხვირწინ მიუხურავენ კარს
- გოცირიძე წულუკიანზე: რამდენიც ზემოთ არის, ორი იმდენი არის ქვემოთ