რომან გოცირიძე

გოცირიძე: პრეზიდენტს არავინ შეუშვებს მთავრობის სხდომაზე, ცხვირწინ მიუხურავენ კარს

პრეზიდენტის სურვილი, რომ მივიდეს მთავრობის სხდომაზე, არ არის სერიოზული, რადგან პრეზიდენტს არავინ შეუშვებს მთავრობაში, ცხვირწინ კარს მიუხურავენ. პრეზიდენტმა უნდა მოიწვიოს უშიშროების საბჭო, ვინაიდან ეს საკითხები უკვე ეხება ქვეყნის სტაბილურობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში არ არსებობს კონსტიტუცია, მოხდა ძალაუფლების მიტაცება, კონსტიტუციისა და კანონებს გარეთ მდგომი ადამიანების მიერ ქვეყანა იმართება არაფორმალური კრიმინალური წესით, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის

ამბობს ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე, საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, განცხადებას შესახებ. გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე, ხორავას ქუჩის საქმეზე საუბრისას, მთავრობასა და პრემიერმინისტრს მთავრობის სხდომის გამართვისკენ მოუწოდა.

კომენტარები