სასწრაფო დახმარება

ბახტაძე: რეგიონებში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი 30%-ით იზრდება

რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრების ხელფასი იზრდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცვლილების მიხედვით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ექიმი, ექთანი და მძღოლი 30%-ით მაღალ ხელფასს მიიღებენ.

"ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი პასუხისმგებლობა, მართლაც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. ვფიქრობთ, ეს ნაბიჯი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჯანდაცვის სერვისი ჩვენს რაიონებში, ჩვენს მოსახლეობას მივაწოდოთ მაღალი ხარისხით და ოპერატიულად“, - თქვა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის, რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სერტიფიცირებული ექიმის ანაზღაურება ერთ მორიგეობაზე 100 ლარია, ექთნის - 66 ლარი, ხოლო მძღოლის - 58 ლარი.

კომენტარები