ქართველი ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგში მიმდინარე გერმანიის ჩოგბურთის ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
მან მოწინააღმდეგე ნიკოლას იარი სამ სეტში ანგარიშით 7:5, 0:6, 6:1 დაამარცხა.
ხვალ, ფინალში ბასილაშვილი არგენტინელ ჩოგბურთელს, ლეონარდო მეიერს დაუპირისპირდება, რომელიც ამ ტურნირის მოქმედი ჩემპიონია.