იტალია

იტალიაში ცისტერნის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა

იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში ცისტერნის აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 60 კი დაშავდა.

სატვირთო მანქანა, რომელსაც აალებადი მასალა გადაჰქონდა, ავტომაგისტრალზე მანქანებს შეეჯახა, რასაც აფეთქება მოყვა. ცეცხლი რამდენიმე მანქანას ერთდროულად გაუჩნდა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, ხიდი, რომელზეც ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ნაწილობრივ ჩამოინგრა. ახლომდებარე სახლის ფანჯრის შუშები კი დაიმსხვრა.

კომენტარები