ცხოველთა უფლებები

აშშ-ში კატების სერიული მკვლელის პოვნისთვის ჯილდო დააწესეს

აშშ-ს ვაშინგტონის შტატში, ქალაქ ოლიმპიაში კატების სერიულ მკვლელზე ძებნა გამოცხადდა.

უცნობმა პირმა, ბოლო 6 თვეში 5 კატა მოკლა. ამის შესახებ ABC News-ი წერს. 

მკვლელი ცხოველებს ქუჩაში, გამოსაჩენ ადგილას ტოვებს. პოლიციის ინფორმაციით, ხუთივე შემთხვევა ერთი ხელწერითაა ჩადენილი: კატები შუაზეა გადაჭრილი და ამოცლილი აქვთ ხერხემალი.

მკვლელი იქვე ტოვებს სკალპელს, რომლითაც ცხოველს აწამებდა. 

ბოლო მოკლული და დასახიჩრებული კატა დასავლეთ ოლიმპიაში იპოვეს. იმ ადგილთან ახლოს სადაც სხვა დახოცილი ცხოველები.

ცხოველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია Pasado's Safe Haven-მა, მკვლელის პოვნისთვის 3 000 დოლარი დააწესა ჯილდოს სახით. 

სამართალდამცველები მოსახლეობას ურჩევენ, კატები უმეთვალყურეოდ არ დატოვონ. 

კომენტარები