შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძაღლზე ძალადობის ამსახველ ვიდეოზე მოკვლევა დაიწყო. ვიდეო Facebook-ზე 22 აგვისტოს ცხოველთა უფლებადამცველმა ატვირთა და შსს-ს რეაგირებისაკენ მოუწოდა.
"მოკვლევის ფარგლებში გამოიკითხებიან ის პირები, რომლებსაც შესაძლოა რაიმე ინფორმაცია ქონდეთ, მომხდართან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში თუ, გამოიკვეთება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სამართალდამცველები მიიღებენ კანონით გათვალისწინებულ ზომებს"- აცხადებენ შსს-ში.