ანაკლიაში 23-26 აგვისტოს ახალი მუსიკალური ფესტივალი ECHOWAVES 2018 გაიმართება. შავი ზღვის სანაპიროზე შეკრებილი მსმენლის წინაშე ადგილობრივი და მსოფლიო დონის, 150-მდე არტისტი წარდგება. ღონისძიება ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ exit-ის ქოლგის ქვეშ გაიმართება და 4 დღე გაგრძელდება.
დღეს ფესტივალზე დასასწრები ბილეთების ფასი გაიზარდა. 4დღიანი ბილეთის ფასი 170 ლარი, ხოლო დღიური ბილეთის ფასი 75, კარზე - 90 ლარი გახდა.
ECHOWAVES 2018 23 აგვისრტოს 19:00 საათზე გაიხსნება და 26 აგვისტოს 14:00 საათზე დაიხურება.
ორგანიზატორები ღონისძიებაზე დასწრების მსურველებს თბილისიდან და ბათუმიდან ტანსპორტირებასაც სთავაზობენ:
ფესტივალზე 4 ჟანრობრივად განსხვავებული სცენა მოეწყობა. ორგანიზატორების თქმით, წლევანდელი ფესტივალი სტარტია ქართული ელექტრონული სცენის მსოფლიო ასპარეზზე დასამკვიდრებლად.
MAIN STAGE
ღონისძიებაის მთავარ სცენაზე პირველი შემსრულებელი Juan Atkins-ი იქნება. ჰედლაინერები იქნებიან ასევე - Solomun, Tricky, Ben Klock, Function, Greenbeam & Leon, Dj Tennis, Shpongle. ფესტივალზე ჰიპ-ჰიოპისა და რეივ-რეპის მოყვარულთ სურპრიზი ელოდებათ. ერთ-ერთი ჰედლაინერი სამხრეთაფრიკული დუეტი DIE ANTWOORD იქნება, რომელიც მთავარ სცენას 26 აგვისტოს დაიკავებს.
KHIDI Stage:
ECHOWAVES 2018-ზე კლუბი KHIDI საკუთარი სცენით იქნება წარმოდგენილი. ღონისძიების ფარგლებში მსმენლის წინაშე კლუბის ქართელი და უცხოელი რეზიდენტები წარდგებიან.
Taiyo Stage
Taiyo Stage ფესტივალის განმავლობაში 6 საათიდან 10 საათამდე უმასპინძლებს არტისტებს. ამავე სცენაზე წარსდგება მსოფლიოში ცნობილი ბრიტანული ბენდი Foals-ი დიჯეი სეტით.
EYE Stage
Eye Stage-ზე ისეთი ცნობილი შემსრულებლები გამოვლენ, როგორებიც არიან Moritz von Oswald, Henrik Schwarz, Kollektiv Turmstrasse, Aril Brikha და ა.შ.