გენუა

გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

AFP

იტალიის ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად მინიმუმ 35 ადამიანი დაიღუპა, დაახლოებით 16 - დაშავდა. 12-მდე ადამიანი კი, დაკარგულად ითვლება. სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება.

იტალიის საპორტო ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდი გუშინ ჩაინგრა. ათობით ავტომანქანა 45 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარის მიზეზი საინჟინრო კონსტრუქციის არამდგრადობა გახდა. 

კომენტარები