გზის ჩანგრევა

ვაჟა-ფშაველას გამზირზე გზა ჩაინგრა და 12 წლის ბავშვი ორმოში ჩავარდა

რუსთავი 2

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გზის ჩანგრეულ სავალ ნაწილზე, მცირეწლოვანი ბავშვი ორმოში ჩავარდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 12 წლის ბავშვი ორმოდან მაშველებმა ამოიყვანეს და იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ში ამბობენ, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 

ჯერჯერობით დაუდგენელია რატომ ჩაინგრა გზის სავალი ნაწილი.

კომენტარები