თბილისის მერია

კალაძე: საფეხმავლო ხიდებზე სარეკლამო აბრები ქალაქის იერსახეს ამახინჯებს

თბილისის მერია

თბილისის მერის თქმით, სარეკლამო აბრები, რომლებიც გადასასვლელი ხიდის კონსტრუქციის მსგავსად, გზის მთელ სიგანეზეა დამონტაჟებული, ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. 

კალაძემ სარეკლამო აბრების შესახებ საფეხმავლო ხიდების კონტექსტში ისაუბრა. მერმა თქვა, რომ არსებული ხიდებით სარგებლობა მოუხერხებელია მოსახლეობისთვის, ასევე პრობლემას წარმოადგენს მათი ვიზუალური მხარეც.მისი თქმით, პრობლემის მოგვარებაში უნდა ჩაერთონ არქიტექტორები და ისეთი პროექტები შემუშავდეს, რომელიც ვიზუალურად ლამაზი იქნება და გამოსაყენებლად - მოსახერხებელი. 

„ვფიქრობ, აქ უნდა ჩავრთოთ არქიტექტორები, ყველა, ვისაც სურვილი აქვს, რომ ისეთი პროექტები შევიმუშაოთ, რომელიც ვიზუალურადაც მისაღები იქნება და ასვლა-ჩამოსვლა მოსახერხებელი იქნება. დღეის მდგომარეობით, შშმ პირებისთვის შეუძლებელია ამ ხიდებით სარგებლობა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ, გავალებთ, რომ ძალიან მალე შემუშავდეს კონცეფცია და ვიზუალი, თუ როგორი უნდა იყოს ეს ხიდები“, - თქვა კახა კალაძემ.

მანდ თავის მოადგილეს, ირაკლი ბენდილაძეს დაავალა როგორც საფეხმავლო ხიდების კონცეფციის შემუშავება, ასევე ბიზნესთან კომუნიკაციაც.

„მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო კომუნიკაცია ბიზნესთან, რომ ეს ყველაფერი მოვაწესრიგოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავაზიანოთ ბიზნეს ინტერესები, მაგრამ ბიზნესი არ უნდა განხორციელდეს ქალაქის იერსახის ხარჯზე“, - თქვა კალაძემ.

კომენტარები