დამწვრობის ცენტრი

ლეღვის ფოთლების ნახარში - დამწვრობის ცენტრში 12 წლის ბავშვი შეიყვანეს

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ლეღვის ფოთლების ნახარშით დამწვრობა 12 წლის გოგონამ მიიღო. მისი თქმით, ბავშვი დამწვრობის ცენტრში გუშინ, გულმკერდის, მუცლისა და ზედა კიდურების 40%-იანი დამწვრობით შეიყვანეს. ქაშიბაძის ცნობით, გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გუგა ქაშიბაძის თქმითვე, 12 წლის ბავშვი მის პრაქტიკაში ყველაზე მცირეწლოვანი პაციენტია, რომელმაც დამწვრობა ლეღვის ფოთლების ნახარშით მიიღო. წელს, დამწვრობის ცენტრში, ამ მიზეზით ჯამში 5 პაციენტი შეიყვანეს. ისინი რუჯის მიღებას ლეღვის ფოთლების ნახარშის წასმით ცდილობდნენ.

კომენტარები