ძალადობა

მოქალაქის ცემისთვის პროკურორს ბრალი წარედგინა, ის პროკურატურიდანაც გაათავისუფლეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ყოფილ პროკურორ გ.შ.-ს მოქალაქის ცემისა და მის მიმართ ძალადობისთვის ბრალი წარედგინა. ის პროკურატურიდანაც გაათავისუფლეს.

"მთავარი პროკურორის ინიციატივით მოწვეულმა პროკურატურის საკონსულტაციო საბჭომ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია პროკურატურიდან გ.შ-ს დათხოვნის შესახებ. რეკომენდაციის საფუძველზე, შალვა თადუმაძის ბრძანებით გ.შ. გათავისუფლდა საქართველოს პროკურატურიდან" - აცხადებს პროკურატურა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს, გ.შ-მ ქ.წყალტუბოში, აკაკი შანიძის ქ. №9-ში მცხოვრებ მეგობარ თ.გ-სთან მისვლის შემდეგ, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ.გ.-ს მეუღლეს გ.მ.-ს.

"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პროკურორმა გ.შ-მ, მოქალაქე თ.გ.-ს სიტყვიერი  და ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის ოქტომბერშიც მიაყენა" - აცხადებს პროკურატურა.

ბრალდების მხარე გ.შ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების  შეფარდების საკითხთან დაკავშირებით  შუამდგომლობით  თბილისის საქალაქოსა სამართლოს მიმართავს.

კომენტარები