თბილისის საქალაქო სასამართლომ 14 წელს მიუღწეველთან ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული რ.მ. დამნაშავედ ცნო.
სამართალდამცველებმა რ.მ. 2018 წლის 9 ივლისს ქ.თბილისში დააკავეს. რ.მ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლისმესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედება 14 წლის მიუღწეველთან) და 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (გარყვნილი ქმედება თექვსმეტი წლის მიუღწეველთან) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რ.მ. 2018 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 6 ივლისამდე 14წელს მიუღწეველ გოგონას სისტემატიურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, ასევე მის მიმართ განახორციელა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი და გარყვნილი ქმედება",- აცხადებს პროკურატურა.
სასამართლომ ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.