პროსტიტუციისთვის ადგილის გაცემის ფაქტი

ფოთში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,  მოსამართლის განჩინების საფუძველზე, პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 1941 წელს დაბადებული ნ.ა. და 1953 წელს დაბადებული ქ.ბ. ფოთში დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საკუთარ საცხოვრებელ ბინას და დროებით სარგებლობაში მქონე სასტუმროს ოთახებს, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის აქირავებდნენ. ისინი, ასევე, პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალბატონებს კლიენტების მოძებნაში  უწყობდნენ ხელს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ქალბატონები მოწმის სტატუსით გამოკითხეს",- წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები