გამოცდების ეროვნული ცენტრი

"გვიყვარხარ და მადლობას გიხდით" - NAEC მაია მიმინოშვილს განცხადებით ემშვიდობება

გამოცდების ეროვნული ცენტრი

გამოცდების ეროვნული ცენტრი მაია მიმინოშვილს ჰეშთეგით - "გმადლობთმაია" - ემშვიდობება.

"მადლიერების გამოხატვა მრავალი ფორმითაა შესაძლებელი, ზოგჯერ - უსიტყვოდ. თუმცა ყველაზე მეტყველ დუმილსაც კი ხანდახან ფრაზებად ქცევა შეიძლება დასჭირდეს და ზოგჯერ - საქვეყნოდ.

ბედნიერებაა, შენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და წარმატებულ საქმეს ემსახურებოდე. დიდ წარმატებას პროფესიონალთა გუნდი აღწევს, ასეთ გუნდს კი მხოლოდ განსაკუთრებული ლიდერი ქმნის...

გვესმის, რომ საუკეთესო შემფასებელი ისევ დროა... მაგრამ გვინდა, კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადოთ საჯაროდ - დიდ გამოწვევებს მხოლოდ გამორჩეული პიროვნებები უმკლავდებიან! 

მაია, გვიყვარხარ და მადლობას გიხდით იმის გამო, რომ შესაძლებლობა მოგვეცი, წლების განმავლობაში შენთან ერთად გვეკეთებინა ჩვენთვის საინტერესო და ძვირფასი, ხოლო ქვეყნისათვის აუცილებელი საქმე სრულიად განსაკუთრებულ გარემოში, სადაც თითოეული ჩვენგანი თავს ბედნიერ, საჭირო, ღირსეულ და ამაყ ადამიანად გრძნობდა" - წერია გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ გვერდზე.

მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრმა თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა. ის გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაარსების დღიდან ხელმძღვანელობდა.

კომენტარები