მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება

ფოფხაძე მარიხუანაზე: ვთანხმდებით, საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება ანტისახელმწიფოებრივია

ჩვენ ვთანხმდებით იმაზე რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება [მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებაზე] არის ანტისახელმწიფოებრივი, არასწორი და ფაქტობრივად ინსტიტუციონალურ დარტყმას აყენებს ქვეყნის სახელისუფლებო შტოების ფუნქციონირებას. იმიტომ რომ ორგანოს რომელსაც აქ საკანონმდებლო საქმიანობა ჩამოართვეს ამ გადაწყვეტილებით საკანონმდებლო საქმიანობის უფლება და მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიძლებოდა გამომდინარე ყოფილიყო იმ კონსტიტუციიდან, იმიტომ რომ ჩვენ ვართ იმ კონსტიტუციის ავტორები ჩვენ მივეცით იმ კონსტიტუციას ხმა და იმ ჩანაწერში არცერთი პარლამენტის წევრი არ ხედავს იმას რაც დაინახა საკონსტიტუციო სასამართლომ. ყოველ შემთხვევაში მე არ მომისმენია. 

ქართული ოცნების დეპუტატი გედევან ფოფხაძე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, მარიხუანის მოხმარების რეგულაციების განხილვისას. 

კომენტარები