მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება

მამა დავითი ქვლივიძე: ნარკოტიკი ჩვენს ქვეყანას აქცევს საბრძოლო პოლიგონად

ნარკოტიკის ლეგალიზაციას რაც შეეხება, ეს არის ქვეყნის ავღანიზაცია, ქვეყნის კოლუმბიზაცია და ქვეყნის პაკისტანიზაცია. ნარკოტიკი იქნება კიდევ ერთი ნაღმი ჩვენს ქვეყანაში, ავტონომიური ოლქები ხომ ნაღმი იყო, რამაც ააფეთქა, აი ეს ჩვენს ქვეყანას აქცევს საბრძოლო პოლიგონად, როგორც ავღანეთი, როგორც კოლუმბია. ამის შემოტანა, ნებსით თუ უნებლიეთ, ზოგს შეიძლება, არ ესმის და ზოგს ესმის, არის ქვეყნის დაღუპვა. სამკურნალო დაწესებულებები უნდა შეიქმნას, სადაც იქნება მათი მკურნალობა. იმის გამო, რომ ვიღაცა ამას აკეთებს და ეს იმიტომ დავუშვითო, რომ უდებენო, ის დაიჭირეთ, ვინც უდებს, შენ თუ 70 გრამი დამიწესე, 71-ს ჩაგიდებ, 100 დამიწესე, 101-საც ჩაგიდებ. შენ იმას მოსთხოვე პასუხი, ვინც დებს და პასუხისგებაში მიეცი ის კაცი. როგორიც არ უნდა იყოს, ჩვენი მოწოდება ყოველთვის იქნება, რომ ასეთი ხალხი, ვისაც ასეთი კანონები შემოაქვთ, არ აირჩიოთ, ქვეყნის სადავეები არ ჩავუგდოთ ხელში

ამის შესახებ მამა დავით ქვლივიძემ ჟურნალისტებს პარლამენტში უთხრა, სადაც კანაფის მოხმარების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს

კომენტარები