მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო

მეუფე ანტონი: თუ ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, საქართველოს დავტოვებ

რუსთავი 2

ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა, მეუფე ანტონმა რუსთავი 2-ის ეთერში თქვა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, ეცდება, საქართველო დატოვოს. მისთვის მიუღებელია ზურაბიშვილის პოზიცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით. 

"მე ვიცი, რომ [სალომე ზურაბიშვილი] პრეზიდენტი არ გახდება, თუ გახდება, ვეცდები სწრაფად დავტოვო საქართველო და აღარ ვიცხოვრო აქ, იმიტომ რომ ვიცი მომიწევს რაღაც ისეთების გაკეთება, რაც არ შეეფერება ჩემს სახელს და ჩემს ყოფას. მისი აზროვნება ჩემი ქვეყნისთვის სავსებით მიუღებელია. მე იმ საქართველოში არ მინდა, სადაც ასეთი აზროვნება იქნება", - თქვა მეუფე ანტონმა. 

კომენტარები