შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავა. 1993 წელს დაბადებული ს.ს., 1995 წელს დაბადებული თ.გ. და 1996 წელს დაბადებული ა.ზ., თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"სამართალდამცველებმა ს.ს. და თ.გ. აკაკი წერეთლის გამზირზე დააკავეს. პოლიციამ, ორივე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები - „ექსტაზი“ და „ამფეტამინი“ ამოღო. ა.ზ. კი დაკავებულია ცაბაძის ქუჩაზე. მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებულია, სავარაუდოდ, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება. ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები." - წერია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.