თბილისის მერია

11 ოქტომბრიდან წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ავტობუსი დაინიშნება

თბილისის სატრანსპორტო კომპანია

წყნეთი-კიკეთის მიმართულებით ახალი - N81 მარშრუტი 11 ოქტომბრიდან ამოქმედდება. მარშრუტზე საშუალო ტევადობის „ბოგდანის“ მარკის ავტობუსი წყნეთიდან - მაია წყნეთელის ძეგლიდან, კიკეთში - 9 ძმა ხერხეულიძის ქუჩამდე იმოძრავებს.

მერიის განცხადებით, N81 მარშრუტის ამოქმედების გადაწყვეტილება მოსახლეობის თხოვნით მიიღეს.

წლების განმავლობაში წყნეთიდან კიკეთისკენ მგზავრებს N5 ავტობუსი ემსახურებოდა. მარშრუტი 2015 წლის ზაფხულში ღვარცოფის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზის დაზიანების გამო გაუქმდა.

კომენტარები