გერმანიის ბუნდესლიგა

მარკო როისი გერმანიის ბუნდესლიგის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელია

დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველი მარკო როისი გერმანიის ბუნდესლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 

გასულ თვეში, როისმა ბუნდესლიგაში 4 მატჩი ჩაატარა, სადაც 3 გოლისა და 2 საგოლე პასის ავტორი გახდა. როისთან ერთად, "ბორუსიამ" 4-დან 3 მატჩი მოიგო. 

როისის გარდა, სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ალესან პლეა, მაქს კრუზე, ონდრეი დუდა, ტიმო ვერნერი და ტორგან აზარი იბრძოდნენ.

კომენტარები