Victoria's Secret

"მადლობა, რომ მასწავლე ფრენა" - ადრიანა ლიმა Victoria's Secret-ს ტოვებს

"მადლობა, რომ მასწავლე ფრენა" - ადრიანა ლიმა Victoria's Secret-ს ტოვებს. 37 წლის მოდელი, თითქმის 20 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, გუშინ Victoria's Secret-ის ჩვენებაზე ბოლოჯერ გამოვიდა. ლიმამ ინსტაგრამზე პოსტიც დაწერა. 

"ძვირფასო ვიქტორია, მადლობა რომ მაჩვენე სამყარო, რომ გამიზიარე შენი საიდუმლოები და მადლობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამისთვის, რომ არა მხოლოდ მომეცი ფრთები, არამედ მასწავლე ფრენა. მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს, სიყვარულით ადრიანა." - წერს ლიმა ინსტაგრამზე.

ადრიანა ლიმამ გუშინდელი შოუ დახურა. მის პატივსაცემად გუნდმა ვიდეო კოლაჟი გაუშვა, სადაც მოდელის კარიერა იყო ასახული. მოდელის ბოლო გამოსვლის პარალელურად დიდ ეკრანზე ეწერა - The Greatest Angel Of All Time - ყველა დროის ყველაზე დიდებული ანგელოზი.

ადრიანა ლიმა Victoria's Secret-ის შოუზე პირველად 1999 წელს გამოვიდა, და მას შემდეგ 18 ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. 

გუშინდელი შოუ 2 დეკემბერს, ABC-ის ეთერში გავა.

კომენტარები