სროლა კალიფორნიაში

კალიფორნიის სროლაში ერთ-ერთი დაღუპული, ლას ვეგასის სროლაში გადარჩენილი იყო

washingtonpost.com

გასულ წელს, ლას ვეგასში მომხდარ მასობრივ სროლაში გადარჩენილი 27 წლის კაცი, 8 ნოემბერს კალიფორნიაში ბარ Thousand Oaks-სში სროლის შედეგად დაიღუპა.

"ჩემი ვაჟი ლას ვეგასში იყო მეგობრებთან ერთად და ის სახლში დაბრუნდა. გასულ ღამეს ის სახლში არ მოსულა. არ მინდა ლოცვები, არ მინდა აზრები, მე მინდა იარაღის კონტროლი. განსაკუთრებით ირონიულია, რომ თანამედროვე ისტორიის ყველაზე საშინელ სროლაში გადარჩენილი, თავის საცხოვრებელ ქალაქში მოკლეს", - თქვა დაღუპულის, თელამიუს ორფანოსის დედამ.

თელამიუს ორფანოსის Facebook-ის მიხედვით, ის Thousand Oaks High School-ის კურსდამთავრებული იყო და შემდგომში საზღვაო ფლოტს შეუერთდა.

8 ნოემბერს კალიფორნიის შტატში ბარ Thousand Oaks-სში სროლის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა.

გასულ წელს, 1 ოქტომბერს კი ლას ვეგასში 64 წლის სტივენ პედოკის მიერ სასტუმროს 32-ე სართულიდან კონცერტის მონაწილეთა მიმართულებით გახსნილმა ცეცხლმა 59 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები